Tuesday, December 25, 2012

                                                     welcome to   კახეთი

გრემი

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

                                                                   არქიტექტურა

  გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.


 ლინკი იხილეთ;   http://ka.wikipedia.org/wiki/გრემი



                                                   ალავერდის საკათედრო ტაძარი
 ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

                                                               ისტორია
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

                                                             არქიტექტურა
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.

ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.

               
                                                     დღევანდელი მდგომარეობა

2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი ჩადგა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წყლით დაიფარა ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტიანდა და დაობდა კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. ასევე, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება.[1]
                                       
ლინკი იხილეთ;  http://ka.wikipedia.org/wiki/ალავერდი   


                                               დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა

                                                           კედლის მხატვრობა

კედლის მხატვრობა, კედელზე მიმაგრებულ ტილოზე ან ქაღალდზე, ანდა უშუალოდ ბათქაშზე საღებავით დახატული სურათები და ორნამენტები. კედლის მხატვრობა შეიძლება შესრულდეს ფრესკის, წებოვანი ფერწერის, ტემპერის, ცვილოვანი ფერწერის, ზეთის ფერწერის ტექნიკის საშუალებით. XIX საუკუნიდან გავრცელდა აგრეთვე სილიკატური ფერწერა. ზოგჯერ კედლის მხატვრობას პირობითად მიაკუთვნებენ მოზაიკას.

საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელის (864) და თელოვნის ტაძრის (VIII-IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები, დოდოს მონასტრის (დავითგარეჯა) ეკლესიის აფსიდში და მთავარანგელოზების გამოსახულება (IX ს.). IX-X საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სვანეთის სოფ. ნესგუნში. კედლის მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X საუკუნის დასასრული - XII საუკუნეების შუა წლები. X-XI საუკუნეების მიჯნაზე ადრეული პერიოდის ლაკონიური დეკორი, რომელიც მხოლოდ ტაძრის მთავარ ნაწილებს გამოყოფდა, შეიცვალა ვრცელი მოხატულობით. კედლის მხატვრობა სიუჟეტურადაც გამდიდრდა - ტრადიციულის გარდა, ხშირად ქტიტორთა და ადგილობრივი წმინდანთა გამოსახულებები. ამ პერიოდიდან კედლის მხატვრობის რამდენიმე რეგიონალური სკოლაა ცნობილი. X-Xი საუკუნეებში ტაო-კლარკეთში შეიძმნა კედლის მხატვრობის ნიმუში. ამათგან აღსანიშნავია ოთხთა ეკლესიის (X საუკუნის დასასრული), ოშკის (1036), იშხნის, ხახულის, ტბეთის (ყველა XI საუკუნის დასასწისი) და სხვა მოხატულობა. ამავე სკოლის ოსტატთა მიერ უნდა იყოს შესრულებული კუმურდოს და მანგლისის (XI საუკუნის 10-20-იანი წლები) კედლის მხატვრობა კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავითგარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (XI ს.). კედლის მხატვრობის თავისებური სკოლები ჩამოყალიბდა აგრეთვე სვანეთსა და რაჭაში.


 ლინკი იხილეთ;   http://ka.wikipedia.org/wiki/კედლის_მხატვრობა

მოსახლეობა და ღირშესანიშნაობები

                                                                  მოსახლეობა
ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.

კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.



                                                            ღირშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
ალავერდის ეკლესია
იყალთოს მონასტერი
დავით გარეჯის მონასტერი
გრემის ნაქალაქარი
ნეკრესის ეკლესია
წინანდალი ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი


                                                            ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, რაიონის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:
1993 — ლევან თედიაშვილი
1995 — გიორგი არსენიშვილი
2002 — ბიძინა სონღულაშვილი
2003 — თამაზ ხიდეშელი
2004 — პეტრე ცისკარიშვილი
2006 — გია ნაცვლიშვილი
2008 — ლევან ბეჟაშვილი
2008 — გიორგი ღვინიაშვილი
2012 - ზურაბ ჭიაბერაშვილი



ლინკი იხილეთ:    http://ka.wikipedia.org/wiki/კახეთი

კახეთის ტურისტულ–რეკრეაციული პოტენციალი

1. ზოგადი ცნობები კახეთის შესახებ მდებარეობს _ საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება _ ჩრდილოეთიდან რუსეთი (ჩაჩნეთი და დაღესტანი) სამხრეთ–აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი სამხრეთიდან _ ქვემო ქართლი დასავლეთიდან – მცხეთა–მთიანეთი ფართობი _ 12,2 ათასი კვ.კმ. (საქართველოს 17,5% ადმინისტრაციული ცენტრი _ თელავი ქალაქები – თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, წნორი, ყვარელი დაბა _1 (მირზაანი) სოფელი _ 278
.
2. კახეთის მოსახლეობა მოსახლეობა – 450 ათასი კაცი (საქართველოს 8,3%) მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე _ 37 კაცი/კვ.კმ. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა _ ქართველები _ 80% ქალაქის მოსახლეობა _ 20%
3. რელიეფი და კლიმატი * უმაღლესი მწვერველი კახეთის კავკასიონზე _ ტებულოსმთა ზ.დ. 4495 მ ყველაზე დაბალი ადგილი _ ელდარის ველზე ზ.დ. 91,8 მ. ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ჰავა ივლისის საშუალო ტემპერატურა _ +23+25გრადუსი ნალექები_ ალაზნის ველზე _700–1000მმ. ივრის ზეგანზე _ 300–400მმ. კახეთის კავკასიონზე _ 1000მმ.

8. ალაზნის ველი
9. მდინარე ალაზანი
10. რელიგიური ანუ მომლოცველობითი ტურიზმი (პილიგრიმობა)
11. ალავერდი .
12. ისევ და ისევ ალავერდი
13. ალავერდობა
14. იყალთო
15. იყალთო
16. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
17. დავით გარეჯა
18. მამა დავითის ცრემლების წყარო
19. ფერისცვალების ეკლესია
20. წმინდა დავით გარეჯელის საფლავი
21. გრემი
22. ძველი შუამთა .
23. ახალი შუამთა .
24.
25. ბოდბის მონასტერი
26. წმინდა ნინოს განსასვენებელი .
27. განსაბანი და წმინდა ზაბულონისა და წმინდა სოსანას სახელობის ტაძარი,აგებული წმინდა ნინოს წყაროზე
28. განბანა წმინდა ნინოს წყაროში
29. ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
30. სიღნაღი
31. სიყვარულის ქალაქი
32.
33. სიღნაღის გამგეობა
34.
35. მდინარე იორის ხეობა
36. ყაყაჩოები
37. წინანდალი
38. ხორნაბუჯის ციხე ქალაქი
39. თელავი
40.
41. კახეთის კავკასიონი
42. კახეთის მთები
43. კახური სახლი
44.
45. კახელების ტრანსპორტი
46. აგროტურიზმი
47. კახეთის ვენახები
48. სხვადასხვა ჯიშის ყურძენი
49.
50. ქვევრები_ ღვინის სათავსოები
51. საექსპორტო ქართული ღვინოები
52.
53. გურმან – ტურიზმი
54. კახური მწვადი
55. დედას პური
56. ხაშლამა
57. კახური ჩურჩხელა
58. ბერიკაობა
59. სამკურნალო ტურიზმი
60. მკურნალობა ახტალის ტალახით
61.
62. ლაგოდეხის ეროვნული პარკი
63. ტურისტები ლაგოდეხის ეროვნულ პარკში
64. ვაშლოვანის ეროვნული პარკი
65.
66. სათავგადასავლო ანუ ექსტრემალური ტურიზმი
67. ლაშქრობა ცხენებით
68. საფარი ანუ სამონადირეო ტურიზმი
69. კახელები



ლინკი იხილეთ:   http://www.slideshare.net/tatusha/ss-2632389

კახური ღვინო


საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა - აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.

კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო - ვაზის სამშობლოა.

მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა - "ღვინო" ("vin", "wine", "vine" და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით..

ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.

ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.

ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.

როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.



ღვინის დამზადების კახური ტექნოლოგია

კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.

ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.

ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები - ტიკები და რუმბები.

ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე - ყანწი, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.



მარანი

მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.

მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.



საწნახელი

ყურძენი ქვაში ნაკვეთ ან ხისაგან გამოთლილ ნავისებური ფორმის, საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა, რასაც სიმღერები და შეძახილები სდევდა თან. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობაბზეა შესაძლებელი.


ქვევრი

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს;

არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.



რთველი

საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთველისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.

ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა - გოდორი გამოიყენება. რთველი, მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ; სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.



ინ ვინო ვერიტას - წარსულიდან თანამედროვეობამდე

კახეთის არცთუ ისე დიდ ტერიტორიაზე უამრავ მიკროზონას ვხვდებით: მათ შორის - ყვარლის, მანავის, წინანდლის, მუკუზანის და სხვ. კახური ღვინოების სახელწოდება, ძირითადად, ადგილის სახელწოდებიდან მომდინარეობს. საქართველოში არსებული ვაზის მრავალი ჯიშიდან, დღესდღეობით ღვინის მრეწველობაში ძირითადად რქაწითელისა და საფერავის ყურძნის ჯიშები გამოიყენება; ვაზის აბორიგენული ჯიშების ევროპულ ტექნოლოგიასთან შერწყმის შედეგად უნიკალური ღვინო მიიღება.

დღესდღეობით კახეთში მრავალი დიდი და მცირე ზომის ღვინის საწარმო ფუნქციონირებს. ამ ქარხნებში უმეტეს წილად ევროპული წესით დაყენებული ღვინო მზადდება. ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, გათვალისწინებულია ღვინის დამზადების უახლესი ტექნოლოგიები. დღეს ქართული ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება და ტოლს არ უდებს საუკეთესო ევროპულ ღვინოებს. მას მრავალი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე.

კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ღვინის ქარხნებში სპეციალურად დამთვალიერებლებისათვის მოწყობილია სადეგუსტაციო დარბაზები.

ყოველი წლის შემოდგომაზე, ყურძნის კრეფის - რთველი დასრულებისას იმართება "ღვინის ფესტივალი" - სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და მათს თვალწინ დამზადებული ქართული კერძებით.

შესაძლებელია როგორც კახური ტექნოლოგიით დამზადებული გლეხური ღვინის, ასევე ევროპული წესით დამზადებული ღვინის დაგემოვნება. იმართება სამღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობები. იმართება ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლეხები ოჯახში დაწურულ ღვინოს სთავაზობენ ფესტივალის სტუმრებს, ღვინის კომპანიები კი თავის ნაწარმით უმასპინძლდებიან.


ლინკი იხილეთ:  http://kaxeti123.blogspot.com/p/blog-page.html

კახეთი




კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.

                                                            ტრადიციები


კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

                                                            არქიტექტურა
ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.

სიღნაღი

ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.

დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა

დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.

კახეთი

კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს.
კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ. კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი... თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.




ლინკი იხილეთ:    http://ka.wikipedia.org/wiki/კახეთი